კიევი: პორტუგალიის სანაპიროსთან გემი SEA SCAN დააკავეს, რომლის ბორტზე 2,5 ტონა კოკაინი იყო. ბორტის ეკიპაჟი 11 ადამიანისგან შედგება.
ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ტრანსპორტის პროფკავშირი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ეკიპაჟის 8 წევრი უკრაინის, ერთი საქართველოს, 1- ნიდერლანდების და 1 საფრანგეთის მოქალაქეა.
დკავებულებს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდათ.
"პორტუგალიის კანონმდებლობის თანახმად, ყველა დაკავებული უზრუნველყოფილია ადვოკატის და თარჯიმნის მომსახურებით", - აცხადებენ პროფკავშირებში.