ევროკომისია ინტერნეტ-კომპანიებს მოუწოდებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გააძლიერონ
loader

Breaking news

ევროკომისია ინტერნეტ-კომპანიებს მოუწოდებს, დეზინფორმაციასთან ბრძოლა გააძლიერონ

  • ევროკომისია ინტერნეტ-კომპანიებს მოუწოდებს დეზინფორმაციასთან ბრძოლა გააძლიერონ

კიევი: ტექნოლოგიურმა კომპანიებმა "ყალბ ამბებთან“ საბრძოლველად მეტი უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ ციფრულ საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთმა კომპანიებმა, როგორიცაა Twitter-ი, Google-ი, Facebook-ი, Mozilla და სხვები, უკვე აამოქმედეს თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც დეზინფორმაციასთან ბრძოლას ისახავს მიზნად, თუმცა როგორც გაბრიელი ამბობს, უამრავი ხარვეზია გამოსასწორებელი.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროპარლამენტის არჩევნებამდე აუცილებელია "პოლიტიკური რეკლამის დაფინანსების წყაროების უფრო გამჭვირვალე გახდეს“.

ბრიუსელი ასევე მოუწოდებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა უფრო ინტენსიური გახადონ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირის სამი ქვეყანა გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარების პირობას ასახელებს