loader

Breaking news

ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება

  • ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება

საქართველო, თბილისი: "ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას.

„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცედენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცედენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცედენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელშიც პრაქტიკულად კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ეს ცხადყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე