თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა
loader

Breaking news

თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

  • თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა

თბილისი: თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. მანამდე კი, ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა. 

სპეციალური სითხით დამუშავდა, როგორც სააღმზრდელო ოთახები, ასევე, სველი წერტილები, სამზარეულო ბლოკები, საწყობები და ღია დერეფნები.

თბილისის ბაღებში ზამთრის არდადეგები დასრულდა და სააღმზრდელო პროცესი 21 იანვარს განახლდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე