აფეთქების შედეგად პარიზში 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია
loader

Breaking news

აფეთქების შედეგად პარიზში 4 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

  • აფეთქების შედეგად პარიზში 4 ადამიანი დაიღუპა 10 დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

კიევი: პარიზში შენობის აფეთქების შედეგად ოთხი პირი დაიღუპა. მათ შორის ორი მეხანძრეა. 

აფეთქებისას საერთო ჯამში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან 10 მძიმე მდგომარეობაშია.

საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე აფეთქება დღეს ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. 

შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე