27 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება
loader

Breaking news

27 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

  • 27 დეკემბერს ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება

ერევანი: სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი 27 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა.

სომხეთის პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმერ პუტინს შეხვდება, განხილვის მთავარი თემა იქნება ორმხრივი ურთიერთობები.

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდა. ხმათა 70,43 პროცენტით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ გაიმარჯვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე