ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
loader

Breaking news

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

  • ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

კიევი: ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 280-მდე გაიზარდა. სუმატრასა და იავას კუნძულებზე მომხდარი სტიქიის გამო, 1 016 ადამიანია დაშავებული.

ვულკანი ანაკ კრაკატაუ 23 დეკემბერს კიდევ ერთხელ ამოიფრქვა, რაც ცუნამის განმეორების საშიშროებას ქმნის.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ინდონეზიის ეროვნული კატასტროფის მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობამ სანაპირო ზონაში გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოს.

22 დეკემბერს ვულკანის პირველი ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა ცუნამმა ინდოენზიის კუნძულების სანაპირო ზოლს დაარტყა და რამდენიმე ასეული შენობა გაანადგურა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე