ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა

  • ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა

კიევი: ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 222-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. გაიზარდა დაშავებულთა რიცხვიც და ის 843-ს აღწევს.

სტიქიამ ინდონეზიის კუნძულებს წინასწარ გაფრთხილების გარეშე გუშინ ღამით გადაუარა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტიქია სავარაუდოდ, ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის გამო, წყალქვეშ ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

ვულკანი კრაკატაუ ზონდის სრუტესთან მდებარეობს, რომელიც ერთმანეთისგან კუნძულ იავასა და სუმატრას ჰყოფს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე