"ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, უბრალო ხალხს მოგვაქციოს ყურადღება"
loader

Breaking news

"ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, უბრალო ხალხს მოგვაქციოს ყურადღება"

  • ეწ მინისტრ გახარიას გადაეცით პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას უბრალო ხალხს მოგვაქციოს ყურადღება

თბილისი: თემქაზე, ზღვის უბანში, ღამის საათებში 5 ავტომობილი გაქურდეს. ჩამსხვრეულია მანქანების მინები, წაღებულია ფული და სხვადასხვა ნივთები.

მოქალაქეების განმარტებით, ბოლო დროს ზღვის უბანში კრიმინალური შემთხვევები გახშირდა.

ერთ-ერთი დაზარალებული ნიკა წულუკიძე აცხადებს, რომ ლიცენზირებულად ტაქსაობს. ღამით მანქანა დაყენა და დილით გატეხილი დახვდა.

"ხუთი-ექვსი მანქანაა გატეხილი. შინაგან საქმეთა ე.წ. მინისტრ გახარიას გადაეცით, რომ პოლიტიკურ ნიშნით კი ნუ დასდევს სხვას, აი, ამას, ჩვენ, უბრალო ხალხს მოგვაქციოს ყურადღება. ვტაქსაობთ, ბოლო ფულს გვაცლიან. ის კრიმინალები, რომლებიც არჩევნებზე იღებდნენ მონაწილეობას, აქ შავი „კურტკებით“ და იმეებით დარბოდნენ და არჩევნებისკენ მოუწოდებდნენ ხალხს, დღეს იმალებიან“, - აცხადებს დაზარალებული "რუსთავი 2"-თან.

რამდენიმე კვირის წინ ასევე ავტოფარეხის გაქურდვის შემთხვევაც დაფიქსირდა.

"კრიმინალი გაზრდილია და სჯობდა, ნაკლები გამოეშვათ იქიდან. მე „გარაჟი“ გამიტეხეს ადრე და წაიღეს ხელსაწყოები. დასაჭერად დასდევენ მარტო პოლიტიკოსებს და დანარჩენი ყველაფერი მიტოვებულია. ქვეყანა ქვეყანას აღარ ჰგავს“, - აცხადებს ადგილობრივი გელა აშკარელიშვილი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე