გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე დააკავეს
loader

Breaking news

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე დააკავეს

  • გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე დააკავეს

თბილისი: გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა გურჯაანში დააკავეს. ოპოზიციის წევრი მაშინ აიყვანეს, როცა მან სხვა ლიდერებთან ერთად გუშინ დაშავებული შოთა დალაქიშვილი მოინახულა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, დავით კირკიტაძეს მთელი დღის განმავლობაში სუს-ი უთვალთვალებდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსკ 353-ე მუხლით, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. 

კირკიტაძის დაკავება 16 დეკემბერს ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე