"უკრაინას და საქართველოს ნატო-სკენ ერთი გზა აქვთ"
loader

Breaking news

"უკრაინას და საქართველოს ნატო-სკენ ერთი გზა აქვთ"

  • უკრაინას და საქართველოს ნატო-სკენ ერთი გზა აქვთ

ბრიუსელი: უკრაინა და საქართველო შავ ზღვაში უსაფრთხოების გასამტკიცებლად წინსვლას განაგრძობენ, - ამის შესახებ უკრაინის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პაველ კლიმკინმა განაცხადა.

"უკრაინიდან საქართველოში გზა შავი ზღვაზე გადის. უკრაინასა და საქართველოს ნატო-სკენ მიმავალი ერთი გზა აქვთ, შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ჩვენ მეგობრებთან ერთად ნაბიჯების გადადგმას გავაგრძელებთ. ნატო-ს უკვე აქვს პარტნიორობის ეფექტური მექანიზმი ბალტიის ზღვაში", - განაცხადა კლიმკინმა.

ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე რუსეთის მხრიდნ უსაფრთხოების გამოწვევის კუთხით არსებული გამოწვევების ფართო სპექტრი განიხილეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე