გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ მხარდამჭერებს შეხვდება და მათ პოზიციას მოისმენს
loader

Breaking news

გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ მხარდამჭერებს შეხვდება და მათ პოზიციას მოისმენს

  • გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ მხარდამჭერებს შეხვდება და მათ პოზიციას მოისმენს

თბილისი: გაერთიანებული ოპოზიცია ხვალ, 18:00 საათზე დიდ საკონცერტო დარბაზში მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან შეხვედრას გამართავს - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ აზრი მხარდამჭერებს უნდა ჰკითხოს და მათგან პოზიცია მოისმინოს. 

"იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო შედეგს ველოდებით, რომელიც ცსკ-მ უნდა მოგვაწოდოს, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს, მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო, მარნეულში დაძაბული ვითარებაა, არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი ზარებისგან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან შემოდის. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე