კალიფორნიის ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

კალიფორნიის ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა

  • კალიფორნიის ბარში მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ვაშინგტონი: კალიფორნიის ბარში მომხდარი სროლის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. კალიფორნიის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბარის ტერიტორიაზე მკვდარი აღმოაჩინეს.

ინციდენტის შედეგად, 10 ადამიანია დაშავებული.

ინციდენტის დროს ბარში 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა მამაკაცმა თავდაპირველად ბარის დაცვის თანამშრომელს ესროლა, შემდეგ კვამლის ყუმბარა გადააგდო და სროლა გააგრძელა. საერთო ჯამში მან 30-ჯერ გაისროლა.

პოლიცია აცხადებს, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება არ მომხდარა და ამ დრომდე უცნობია თავდასხმის მოტივი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე