კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა, ნოემბერში ეწვიოს
loader

Breaking news

კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა, ნოემბერში ეწვიოს

  • კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა ნოემბერში ეწვიოს

მოსკოვი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთს შესაძლოა, ნოემბერში ეწვიოს. ამის შესახებ რუსეთში სამხრეთ კორეის ელჩმა უ იუნ გინმა განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Yonhap ავრცელებს.

“რუსეთმა ვიზიტი მიმდინარე წელს ითხოვა და ველოდებით, რომ შეხვედრა შედგება“,-განაცხადა მან.

ელჩის თქმით, შეხვედრის დროსა და ადგილს ჩრდილოეთ კორეა და რუსეთი ერთობლივად განიხილავენ.

მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში რუსეთში ჩავიდოდა.  

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიმ ჩენ ინი მოსკოვში სექტემბერში დაპატიჟა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე