ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა
loader

Breaking news

ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა

  • ინდონეზიაში სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა

თბილისი: ინდონეზიური ავიაკომპანია Lion Air-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ინფორმაციით, Boeing 737-ის ტიპის თვითმფრინავი შიდა რეისს დედაქალაქ ჯაკარტიდან კუნძულ ბანგკას მიმართულებით ასრულებდა.

ინდონეზიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ბორტზე, ეკიპაჟის წევრების ჩათვლით, 189 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს 20 ჩინოვნიკი. ავიაკატასტროფას სავარაუდოდ, ვერავინ გადაურჩა.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ზღვაში აფრენიდან 13 წუთში ჩავარდა. ავიაკატასტროფის დროს საჰაერო ხომალდი დაახლოებით 1 100 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ინდონეზიის ხელისუფლებამ ზღვაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. თვითმფრინავში მყოფთა ახლობლები პანკალპინანგის აეროპორტში არიან შეკრებილი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე