როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და ვინ არიან მთავარი კანდიდატები
loader

Breaking news

როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და ვინ არიან მთავარი კანდიდატები

  • როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და ვინ არიან მთავარი კანდიდატები

თბილისი: 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არჩევნები 1991 წლიდან რიგით მეშვიდე და ბოლოა. ბოლოა, რადგან ამის შემდეგ პრეზიდენტის არა ხალხი, არამედ პარლამენტი აირჩევს.

კონსტიტუციაში ცოტა ხნის წინ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს საპარლამენტო მმართველობაზე გადადის, რომლის დროსაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა გადაწყვეტილებას პარლამენტი და მთავრობა იღებს. კანონშის ტექსტში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის ფუნქციები უფრო ნომინალური გახდება, მის გადაწყვეტილებებს კი პრემიერის თანხობა დასჭირდება, შეწყალების და მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებების გარდა.  

მთავარი სიახლე კი ქართველებისთვის, რომელსაც საპარლამენტო მმართველობა ითვალისწინებს, ის არის, რომ საქართველო პირდაპირი წესით პრეზიდენტს ვეღარ აირჩევს. ასეთი ბოლო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს შედგება, შემდეგ კი პრეზიდენტი 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული.

ამ ყველაფერთან ერთად, იცვლება პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი, ახალი სისტემით, პარლამენტში მოხვდება პარტია, რომელიც ყველაზე მეტს ხმებს მიიღებს. 2020 წლისთვის დაგეგმილია ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში იქნება 150 დეპუტატი, რომლებიც მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევიან, მათგან 73 - პირდაპირი კენჭისყრით ერთმანდატიან ოლქებში.

კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავის დასკვაში აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პროპორციული სისტემის გადავადება სამწუხაროა და კონსუსის მიღწევას ხელს უშლის.

კანდიდატები და მათი შესაძლებლობები

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 48 კანდიდატმა გამოთქვა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კანდიდატების ყველაზე დიდი რაოდენობაა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში 25 მათგანი გაატარა, მათ შორის ისეთებიც არიან, ვისაც საზოგადოება დღემდე არ იცნობდა. ამ კამპანიაში ლიდერობა სამმა კანდიდატმა - სალომე ზურაბიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ და დავით ბაქრაძემ მოიპოვა. სამივე მათგანი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სხვადასხვა პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

სალომე ზურაბიშვილი - ცნობილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი, ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ის საფრაგეთიდან საქართველოში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაბრუნდა, რომელმაც მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა შესთავაზა, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. 2010 წელს სალომე ზურაბიშვილი ქართული პოლიტიკიდან წავიდა, როგორც მაშინ განაცხადა, საქართველოში დემოკრატია არ არის და ოპოზიციას მუშაობის საშუალება არ აქვს.  2010-2015 წლებში იყოს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის კოორდინატორი. მართალია ზურაბიშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად არის დარეგისტრირებული, თუმცა მას მხარდაჭერას უცხადებს მმართველი "ქართული ოცნება".

გრიგოლ ვაშაძე - ქართველი დიპლომატი და პოლიტიკოსი. მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1990 წლიდან 2008 წლამდე ვაშაძე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს, 2008 წლიდან ისევ დაუბრუნდა სახელმწიფო სამსახურს და 2008 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებას "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ მის სახელს უკავშირებს. ის საპრეზიდენტო კანდიდატად გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" დაასახელა.

დავით ბაქრაძე - ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. 1998-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა. 2004 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით. იყო ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი. 2008 წლის იანვარში დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2008 წლის ივნისიდან 2012 წლის 21 ოქტომბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2012 წლიდან იყო პარლამენტის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ სიით. 2017 წლის იანვრიდან – „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებს როგორც "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი.

არჩევნებამდე სულ ცოტა დარჩა, რამდენიმე საათში უკვე ცნობილი გახდება, ვინ გახდება საქართველოს რიგით მეხუთე და ბოლო პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი.


ივან როსადა, FNI


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე