აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დავით ცუხიშვილი იკითხება
loader

Breaking news

აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დავით ცუხიშვილი იკითხება

  • აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დავით ცუხიშვილი იკითხება

თბილისი: აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ,  მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი  ფიგურირებენ, ამ დროისთვის, საგამოძიებო ნაწილში დავით ცუხიშვილი იკითხება. 

გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე გამოკითხულია დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომელი  ი.პ.  

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12  ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიება მიმდინარეობს  სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე