კიევი: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა "საიუზის“ გაშვების დროს ავარია მოხდა. ეკიპაჟის წევრები კატასტროფას გადაურჩნენ და ყაზახეთში, ქალაქ ჟეზკაზ-განის მახლობლად ავარიულად დაეშვნენ.
ეკიპაჟის არცერთ წევრს დაზიანება არ აღენიშნება.
რუსული მედიის ცნობით, გაშვების შემდეგ რაკეტის ორი ძრავა ავარიულად გაითიშა.
კოსმოური ხომალდის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ნასა-ს ასტრონავტი, ამერიკელი ნიკ ჰეიგი იმყოფებიან.
ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებზე მუშაობის მიზნით მომდევნო 6 თვე უნდა გაეტარებინათ.
1975 წლის შემდეგ ეს "საიუზთან“ დაკავშირებული პირველი ავარიაა.