რაკეტა "საიუზის" გაშვების დროს ავარია მოხდა, ეკიპაჟი კატასტროფას გადაურჩა
loader

Breaking news

რაკეტა "საიუზის" გაშვების დროს ავარია მოხდა, ეკიპაჟი კატასტროფას გადაურჩა

  • რაკეტა საიუზის გაშვების დროს ავარია მოხდა ეკიპაჟი კატასტროფას გადაურჩა

კიევი: საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რაკეტა "საიუზის“ გაშვების დროს ავარია მოხდა. ეკიპაჟის წევრები კატასტროფას გადაურჩნენ და ყაზახეთში, ქალაქ ჟეზკაზ-განის მახლობლად ავარიულად დაეშვნენ.

ეკიპაჟის არცერთ წევრს დაზიანება არ აღენიშნება.

რუსული მედიის ცნობით, გაშვების შემდეგ რაკეტის ორი ძრავა ავარიულად გაითიშა. 

კოსმოური ხომალდის ბორტზე რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ნასა-ს ასტრონავტი, ამერიკელი ნიკ ჰეიგი იმყოფებიან.

ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამეცნიერო ექსპერიმენტებზე მუშაობის მიზნით მომდევნო 6 თვე უნდა გაეტარებინათ.

1975 წლის შემდეგ ეს "საიუზთან“ დაკავშირებული პირველი ავარიაა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე