ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა

  • ინდონეზიაში მიწისძვრის და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 384-მდე გაიზარდა

თბილისი: ინდონეზიის სულავესის კუნძულზე მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 380-ს  გადააჭარბა. ინფორმაციას BBC ინდონეზიის სტიქიური უბედურებების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 384 და დაშავებულია 350 ადამიანი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მიწისძვრის და მის შედეგად გამოწვეული ცუნამის დროს ათასობით შენობა დაინგრა.

27 სექტემბერს კუნძულ სულავესის სანაპიროზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამ დროს 1 ადამიანი გარდაიცვალა და 10 დაშავდა. მოგვიანებით მიწისძვრა გამეორდა და ამჯერად მისი სიმძლავრე 7.4 მაგნიტუდა იყო, რასაც ცუნამი მოჰყვა.

ინდონეზია, სადაც 260 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე