გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა
loader

Breaking news

გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

  • გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

თბილისი: შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების საქართველოს საზღვაო სივრცეში ვიზიტების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და ნატოს საზღვაო ოპერაციების ცენტრს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.

გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე