ირანში სამხედრო აღლუმის დროს ტერაქტი მოხდა
loader

Breaking news

ირანში სამხედრო აღლუმის დროს ტერაქტი მოხდა

  • ირანში სამხედრო აღლუმის დროს ტერაქტი მოხდა

კიევი: ირანში სამხედრო აღლუმზე ტერაქტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი ოდენობა ჯერ უცნობია. არიან დაშავებულებიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმა ქალაქ აჰვაზში მოხდა. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე უცნობმა შეიარაღებულმა პირმა სამხედრო აღლუმის მსვლელობის დროს ცეცხლი გახსნა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ირანის ხელისუფლება ტერაქტში რადიკალური ისლამური მიმდინარეობა ტაკფირიზმის წარმომადგენლების კვალს ხედავს.

დღეს ისლამური რესპუბლიკის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ თეირანში სამხედრო აღლუმები 1980-1988 წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დაწყების აღსანიშნავად იმართება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე