loader

Breaking news

დღეს გიორგობაა

  • დღესგიორგობაა

    დღეს გიორგობაა


საქართველო, თბილისი: 6 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. 

წმინდა გიორგი დაახლოებით 275-303 წლებში მოღვაწეობდა. იგი კაბადოკიელი დიდებული, რომის იმპერიის მსახური იყო, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა და დიდმოწამედ შერაცხეს. იგი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, ინგლისის, ეთიოპიის, საქართველოს და ქალაქ მოსკოვის მფარველი წმინდანია.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს - წმინდანის აღსრულების დღეს, ხოლო 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე