"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
loader

Breaking news

"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

  • ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

თბილისი: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ქუთაისში, მერიის შენობაში, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარე. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ქუთაისის მერიაში ერთმანეთს საკრებულოს უმრავლესობის წევრი იმედა საღინაძე და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გია უკლება დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მერიის ოფიცალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტები დაცინვის გამო სცემეს.

კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ ქუთაისის მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე