ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს
loader

Breaking news

ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს

  • ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს

პეკინი: ფინანსური დახმარების, ინვესტიციებისა და სესხების სახით, ჩინეთი აფრიკის ქვეყნებისთვის 60 მილიარდ დოლარს გამოყოფს.

პეკინში ჩინეთ-აფრიკის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფრიკის კონტინენტზე განხორციელებული პროექტები ხელშესახები და მდგრადი იქნება.  

სი ძინპინის განცხადებით, აფრიკის კონტინენტზე საერთო ჯამში, 50 პროექტი განხორციელდება, რაც კლიმატურ ცვლილებებთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლას, ასევე გარემოსა და  ველური ბუნების დაცვას უზრუნველყოფს.

"აფრიკაში ჩინური ინვესტიცია პოლიტიკურ აქცენტებს არ უკავშირდება. ჩინეთი აფრიკის შიდა საქმეებში არ ერევა და საკუთარი სურვილების თავს მოხვევას არ შეეცდება“, – განაცხადა ძინპინმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე