"ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის დემონტაჟი სურს"
loader

Breaking news

"ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის დემონტაჟი სურს"

  • ვლადიმერ პუტინს ევროკავშირის დემონტაჟი სურს

პარიზი: საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პატივს სცემს როგორც ლიდერს, თუმცა მიაჩნია, რომ მისი ოცნება ევროკავშირის დაშლაა. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა შვედურ ტელეარხ SVT-სთან ისაუბრა.

“პატივს ვცემ ვლადიმერ პუტინს და ერთ-ერთ იმათგანი ვარ, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთთან ერთად უნდა ავაგოთ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რუსეთთან ერთად მსგავს დისკუსიას ვსაჭიროებთ, თუმცა ვლადიმერ პუტინის ოცნება ევროკავშირის დემონტაჟია”, – აცხადებს მაკრონი.

მისივე განცხადებით, რუსეთს არ შეიძლება, ეწოდოს სამაგალითო ქვეყანა, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.

“მიმაჩნია, რომ ეს ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ლიდერმა არ იცის ის, თუ რა თანმიმდევრობით უნდა იყოს ღირებულებები და პოლიტიკური ინტერესები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია განასხვავოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საფრანგეთი – ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრია და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. რუსეთი არ შეიძლება შვეიცარიისთვის სამაგალითო ქვეყანა იყოს”, – განაცხადა მაკრონმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ