სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია 3 და დაჭრილია 17 ადამიანი
loader

Breaking news

სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია 3 და დაჭრილია 17 ადამიანი

  • სომალის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა დაღუპულია 3 და დაჭრილია 17 ადამიანი

მოგადიშო: სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა 17 ადამიანი, მათგან სამი ბავშვია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰოვლავდაგის რაიონში, სავარაუდოდ, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. 

შედეგად ადგილობრივი მთავრობის შენობა განადგურებულია. დაინგრა ახლოს მდებარე სკოლის შენობაც.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ-შაბაბმა აიღო.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ბერლინში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს