ტრამპმა სირიელი ქურთების შეიარაღების გეგმას მოაწერა ხელი
loader

Breaking news

ტრამპმა სირიელი ქურთების შეიარაღების გეგმას მოაწერა ხელი

  • ტრამპმა სირიელი ქურთების შეიარაღების გეგმას მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სირიელი ქურთების შეიარაღების გეგმას, რომელსაც აშშ სირიასა და ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევს.

სირიის დემოკრატიული ძალების შემადგენლობაში მებრძოლი ქურთული სამხედრო დანაყოფები, ისლამისტებისგან ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობენ. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქურთების აღჭურვა რაქასა და სირიაში გამარჯვების საწინდარი გახდება. 

ქურთებისთვის იარაღის გადაცემას ხშირად ეწინააღმდეგება თურქეთი, რომელიც ქურთ მებრძოლებს ტერორისტებად განიხილავს.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე