ბერლინში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
loader

Breaking news

ბერლინში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

  • ბერლინში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

ბერილინი: გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. გერმანიის მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 31 წლის მაგომედ-ალი და მისი დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს გაიცა.

დაკავებული ეჭვმიტანილია სახელმწიფოს წინაშე მძიმე დანაშაულის დაგეგმვასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით დანაშაულის მომზადებაში.

პროკურატურის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მაგომედ-ალის და კიდევ ერთი ეჭვმიტანილის საცხოვრებელ ბინაში ინახებოდა.

ორივე მათგანი ისლამური რადიკალური დაჯგუფების მომხრეები არიან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე