გერმანელი პოლიტოლოგი კანცლერის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მომავლის შესახებ საუბრობს
loader

Breaking news

გერმანელი პოლიტოლოგი კანცლერის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მომავლის შესახებ საუბრობს

  • გერმანელი პოლიტოლოგი კანცლერის ვიზიტის შემდეგ საქართველოს მომავლის შესახებ საუბრობს

კიევი: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23 აგვისტოს ეწვევა, მისი ბოლო ვიზიტი თბილისში 10 წლის განხორციელდა, შესაბამისად, მისი ამჟამინდელი ვიზიტი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს უსვამს ხაზს. 

გერმანელი პოლიტოლოგი, საერთაშორისო საქმეთა და უსაფრთხოების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი უვე ხალბახი Front News International-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შანსებსა და საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრობს.

- რას ელოდება საქართველო ფედერალური კანცლერის ვიზიტისგან, არსებობს თუ არა ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგრაციის კუთხით ცვლილებების შესაძლებლობა?

- კანცლერი ანგელა მერკელი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ეწვევა, საქართველოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროატლანტიკურ სამყაროში, ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობას, რაც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების პროცესში მონაწილეობს, რომელსაც გერმანია მხარს უჭერს, თუმცა ეს უახლოეს პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანებას არ მოიტანს, ანალოგიური სიტუაციაა ნატო-სთან მიმართებაშიც, რომელთანაც საქართველო წარმატებულად თანამშრომლობს, თუმცა მისი წევრი არ არის. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ფუნდამეტურ ცვლილებებს ვერ ვხედავ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლო მოვლენა ვიზალიბერალიზაცია იყო, რომელიც ძალაში გასულ წელს შევიდა.

- მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს და გერმანიის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაცივდა. ერთ-ერთ მთავარი მიზეზი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით ანგელა მერკელის პოზიცია იყო. შეიცვალა თუ არა გერმანიის კანცლერის საქართველოსთან ურთიერთობა? 

- "ქართული ოცნების" მმართველობის ფარგლებში, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდა, სეპარატისტული რეგიონებისა და რუსეთისადმი დამოკიდებულება გაცილებით პრაგმატული გახდა, ვიდრე მისი წინამორბედის დროს იყო, თუმცა საქართველო რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაციის და ბორდერიზაციის პოლიტიკის შესახებ საუბარს აგრძელებს და სავარაუდოდ, ეს იქნება საკითხი, რომელსაც თბილისში მერკელის ვიზიტის დროს დააყენებენ.

- ქართველი პოლიტოლოგები დარწმუნებული არიან, რომ ეს ვიზიტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას ხელს შეუწყობს, როგორი იქნება რუსეთის რეაქცია?

- როგორც უკვე ვთქვი, საქართველო ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობს. ეს გვიჩვენებს უფრო მჭიდრო ინტეგრაციას წევრთა უშუალო ჩართულობის გარეშე. ეს მჭიდრო ინტეგრაცია კონკრეტული პერსპექტივების გარეშეც კი მოსკოვში სკეპტიკურად განიხილება. 2018 წლის ივლისის ნატო-ს სამიტის კონტექსტში რუსეთის მხრიდან საქართველოს ალიანსში შესაძლო გაწევრიანების შესახებ მკვეთრი განცხადებები გაკეთდა. პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა "საშინელი კონფლიქტის" შესახებ გაფრთხილებაც კი გააკეთა. 

-  საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების რა შანსები აქვს? და თქვენი აზრით, ეს როდის მოხდება?

- 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას დაპირდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა კონკრეტული დაპირება, განსაკუთრებით გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ საქართველოს წინააღმდეგ. საქართველომ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში ავღანეთსა და ერაყში თავისი მოსახლეობის რაოდენობისა და შეიარაღებული ძალების გათვალისწინებით. ევროკავშირში გაწევრიანებაც არ არის პირდაპირი მიზანი, თუმცა საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრ-კანდიდატებთან შედარებით უკეთესად დაკმაყოფილა გაწევრიანების პირობები. მაგალითად, კორუფციის პრობლემა საქართველოში გაცილებით ადრე მოგვარდა, ვიდრე მოლდოვასა და უკრაინაში. 


ნადეჟდა იუნაცკაია


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე