ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა
loader

Breaking news

ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

  • ქაბულში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

თბილისი: ქაბულის სასწავლო ცენტრთან მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. დაშავებულია 67 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  იქამდე 25 ადამიანის დაღუპვისა და 35 დაშავებულის შესახებ იყო ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა დაახლოებით 18 წლისაა.

დაშავებულთაგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არ არის გამორიცხული მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.

ავღანეთის დედაქალაქში სასწავლო ცენტრთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერება მაშინ აამოქმედა, როდესაც იქ სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხიმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე