მოსკოვი აშშ-ის სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად შეაფასებს
loader

Breaking news

მოსკოვი აშშ-ის სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად შეაფასებს

  • მოსკოვი აშშ-ის სანქციებს ეკონომიკური ომის გამოცხადებად შეაფასებს

მოსკოვი: რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი აშშ-ის მიერ რუსული ბანკების საქმიანობის ან რომელიმე ვალუტის აკრძალვას შეაფასებს, როგორც ეკონომიკური ომის დაწყებას.

"სამომავლო სანქციებზე კომენტარის გაკეთება არ მსურს, მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: თუ ბანკების საქმიანობის ან რომელიმე ვალუტის გამოყენების რაიმე ტიპის აკრძალვა იქნება, ამას პირდაპირ შეიძლება ვუწოდოთ ეკონომიკური ომის გამოცხადება", - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, ამ ომზე რეაგირება აუცილებელია - ეკონომიკური, პოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეთოდებითაც.

"ჩვენ ამერიკელ მეგობრებს ეს უნდა ესმოდეთ", - აღნიშნა მან.

ვაშინგტონში განაცხადეს, რომ აგვისტოს ბოლოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე