სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ
loader

Breaking news

სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

  • სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

თბილისი: ლოს ანჯელესის პროკურატურამ მსახიობ სტივენ სიგალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში წაყენებული ბრალდების გადამოწმება დაიწყო. ჰოლივუდის მედია საოლქო სასამართლოზე დაყრდნობით წერს, რომ ლოს ანჯელესის პოლიციამ მათ საქმის მასალები უკვე გადასცა,

საქმე სიგალის წინააღმდეგ მიმდინარე წლის დასაწყისში აღიძრა. რეჯინა საიმონსი ამტკიცებდა, რომ 1993 წელს, როცა ის 18 წლის იყო, სიგალმა გააუპატიურა. სიგალის სახელი მსახიობ ენტონი ადერსონთან ერთად პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის საქმეშიც ფიგურირებს. გასული წლის ნოემბერში, სტივენ სიგალს სექსუალურ შევიწროებაშიც დასდეს ბრალი.

გასულ კვირას სტივენ სრიგალი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეცწარმომადგენლის თანამებობაზე დაინიშნა. მას რუსულ-ამერიკული ჰუმანიტარული ურთიერთობების გაუმჯობესება დაევალა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეცწარმომადგენლად დაინიშნა