Bloccelerate-მა და GeoBlockchain-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს
loader

Breaking news

Bloccelerate-მა და GeoBlockchain-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს

  • Bloccelerate-მა და GeoBlockchain-მა თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს

თბილისი: ქართულმა GeoBlockchain-მა და ამერიკულმა Bloccelerate-მა  ინოვაციური ტექნოლოგიების და ბლოქჩეინ ეკოსისტემის განვითარების მიზნით ალიანსი შექმნეს.

როგორც ამერიკული გაერთიანებული საწარმო Bloccelerate აცხადებს, GeoBlockchain-თან ალიანსი ხელს შეუწყობს ბლოქჩეინტექნოლოგიის ინფრასტრუქტურულ განვითარებას - ინვესტიციების მოზიდვას და მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სტარტაპების ფინანსური მხარდაჭერა, კრიპტო-ეკონომიკური მხარდაჭერა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, ბლოკჩეინის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, ადამიანური რესურსების მოზიდვა და განვითარება.

არასამეწარმეო იურიდიული პირი GeoBlockchain ბლოქჩეინ  ტექნოლოგიის ინოვაციური პოტენციალის გამოვლენისა და მისი ფართოდ დანერგვის გზით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებასა და მის გლობალურ სივრცეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე