სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეცწარმომადგენლად დაინიშნა
loader

Breaking news

სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეცწარმომადგენლად დაინიშნა

  • სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეცწარმომადგენლად დაინიშნა

მოსკოვი: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. 

"სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხებში ჰუმანიტარული კავშირების სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. დავალება შემდეგია - ჰუმანიტარულ სფეროში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესება, მათ შორის ურთიერთკავშირი კულტურაში, ხელოვნებაში და საზოგადოებრივ კვლევებში", - აცხადებენ ლავროვის უწყებაში. 

მისივე ცნობით, ეს არის სოციალურ-პოლიტიკური პოზიცია, რომელიც არ ითვალისწინებს ფულად ანაზღაურებას. 

"საერთაშორისო პრაქტიკაში პარალელების გავლება გაერო-ს კეთილი ნების ელჩის ფუნქციებთან შეიძლება", - აღნიშნავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წლის ნოემბერში მიიღო. ის უკრაინაში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე