ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა
loader

Breaking news

ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

  • ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა

კიევი: ავღანეთში ავტობუსის აფეთქების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ფარახის პროვინციაში მოხდა, რომელიც ჰელმანდის და ჰერატის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. ავტობუსს მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა.

პარალელურად აფეთქების ხმა გაისმა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა საავადმყოფოსა და ლტოლვილების ცენტრის სიახლოვეს მოხდა. დაშავებულების და მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

არც ერთ აფეთქებაზე პასუხიმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ავღანეთში ხელისუფლებას და "თალიბანს" შორის დროებითი ზავი დასრულდა
თავდაცვის მინისტრის ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა "კუნდუზის" მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა