აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს
loader

Breaking news

აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

  • აშშ-ში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს

კიევი: ვაშინგტონში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს. 29 წლის მარია ბუტინას რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით აშშ-ის პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნულ საქმიანობას მარია ბოტინა 2015 წლიდან მინიმუმ 2017 წლამდე ეწეოდა.

მარია ბუტინა წარმოშობით ციმბირიდან არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი სასწავლებლად ჩავიდა. შტატებში გაგმზავრებამდე სამშობლოში მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Right to Bear Arms. ამერიკაში ყოფნის დროს კი მას ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის ერთ-ერთ უძლიერეს ლობთან, ეროვნული იარაღის ასოციაციასთან ჰქონდა კავშირები.

29 წლის მარია ბუტინა და რუსეთის ხელისუფლება ჯაშუშობის ბრალდებას უარყოფენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე