პრემიერმა სამი ახალი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა
loader

Breaking news

პრემიერმა სამი ახალი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა

  • პრემიერმა სამი ახალი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა

თბილისი: პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამი ახალი მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა.

მამუკა ბახტაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად გიორგი ქობულია, ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი დაასახელა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრად დავით ზალკალიანი რჩება.

რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს, აღნიშნულ პოსტს სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაიკავებს.

მთავრობის შემადგენლობა ასე გამოიყურება: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი  – გიორგი ქობულია;

ფინანსთა მინისტრი  – ივანე მაჭავარიანი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, მანამდე კი, აღნიშნული რაოდენობა 14 იყო. ცვლილებების შედეგად, რამდენიმე უწყება გაერთიანდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე