"ალბათ, უფრო ვითხოვ, რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, უარყონ ინფორმაცია, ბოდიშს ნუ მოიხდიან, არაუშავს"
loader

Breaking news

"ალბათ, უფრო ვითხოვ, რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, უარყონ ინფორმაცია, ბოდიშს ნუ მოიხდიან, არაუშავს"

  • ალბათ უფრო ვითხოვ რომ ეს შეცდომა გამოასწორონ უარყონ ინფორმაცია ბოდიშს ნუ მოიხდიან არაუშავს

თბილისი: მაკა ასათიანი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსგან“ კვლევაში დაშვებული შეცდომის აღიარებას ითხოვს.

საქმე ეხება ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშს „კორუფციული რისკები სასამართლო სისტემაში“. კვლევაში საუბარია შვიდ საქმეზე, რომელთაგან ერთ-ერთი მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული შპს „აკას“ (მერსედეს-ბენცის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) 20%-იანი სადაო წილის შესახებ სასამართლოში მიმდინარე დავას ეხება.

"ვთვლი, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის ის ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის მართლა საჭიროა და ჩემთვის პატივსაცემი ორგანიზაციაა. მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით კვლევაში მათ გამოაქვეყნეს დასკვნა ჩემი ოჯახის 10 წლიან სასამართლო დავასთან დაკავშირებით. დაუშვეს დიდი შეცდომა. უშეცდომო არავინ ვართ, მაგრამ შეცდომას გამოსწორება სჭირდება.

არ მოველოდი, რომ ჩვენი საქმე ამ კვლევაში აღმოჩნდებოდა. ეს ფაქტობრივად ბრალდებაა ჩემ მიმართ, რომ მონაწილე ვარ კორუფციულ გარიგებებში. ორგანიზაციისგან არ მოვითხოვ, ალბათ, უფრო ვითხოვ, რომ ეს შეცდომა გამოასწორონ, უარყონ ინფორმაცია. ბოდიშს ნუ მოიხდიან, არაუშავს. ჩვენ არასოდეს საზოგადოება არ შეგვიწუხებია, რადგან ეს მაინც გამოიყურება როგორც ბიზნესდავა. სინამდვილეში, ჩვენთვის ეს ბიზნესდავა არ არის. ეს არის მამაჩემის ღირსებისა და სახელის აღდგენაზე დავა, რომელიც 10 წელია, მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში თუ ორი დღის ვადაში არ იქნება ნება და გადადგმული ნაბიჯები, გამოსწორებულ იქნას „შეცდომა“, უფლებას ვიტოვებ, რომ არა მარტო დავიწყო სასამართლო დავა თქვენს მიმართ, არამედ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა დაფუძნებული და დაფინანსებულია თქვენი ორგანიზაცია, დასაბუთებულად დავუდასტუროთ ფაქტი, არაობიექტურობის, მიკერძოების, კერძო ბიზნესში ჩარევის და სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის შესახებ“, - განაცხადა ასათიანმა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე