მიხეილ სააკაშვილი შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს
loader

Breaking news

მიხეილ სააკაშვილი შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

  • მიხეილ სააკაშვილი შემოდგომაზე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს

კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას შემოდგომაზე გეგმავს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.

"ბუნებრივია, როგორი განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ, მე იქ ჩავალ... ვფიქრობ, დავბრუნდები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი წააგებს. რა თქმა უნდა, ის გააყალბებს, მაგრამ ეს არ გამოუვა", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია RTVI-თან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების 6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე