ავღანეთში ხელისუფლებას და "თალიბანს" შორის დროებითი ზავი დასრულდა
loader

Breaking news

ავღანეთში ხელისუფლებას და "თალიბანს" შორის დროებითი ზავი დასრულდა

  • ავღანეთში ხელისუფლებას და თალიბანს შორის დროებითი ზავი დასრულდა

ქაბული: ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თალიბანის წინააღმდეგ სპეცოპერაციის განახლების ბრძანება გასცა.

ოფიციალური ქაბულის განცხადებით, ტერორისტულ ორგანიზაცია თალიბანთან მიღწეული 10-დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც რამადანის დღესასწაულს უკავშირდებოდა, დასრულებულია. პრეზიდენტმა ჯარებს მოუწოდა, "თალიბების" წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გააგრძელონ.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ "თალიბანი" "ისლამური სახელმწიფოს" მსგავსად, ის ძალაა, რომელთანაც ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი ზავის მიღწევა შეუძლებელია.

ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანი" ავღანეთს 40 წელია, ატერორებს. მათი მმართველობის 5-წლიანი პერიოდი ავღანეთში (1996-2001) ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ინტერვენციამ 2001 წელს დაასრულა, თუმცა "თალიბების" მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები პაკისტანსა და ავღანეთში დღემდე გრძელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ჰელმანდის პროვინციაში "თალიბების" თავდასხმას ორი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა