ნიგერიაში მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
loader

Breaking news

ნიგერიაში მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

  • ნიგერიაში მწყემსების და ფერმერების დაპირისპირებას 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კიევი: ნიგერიაში შეტაკებების შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა. დაპირისპირება მწყემსებსა და ფერმერებს შორის, პლატოს შტატში მოხდა. კონფლიქტის მიზეზი სახნავ- სათესი მიწები და წყლის წყრო გახდა.

უცხოური მედიის ცნობით, პოლიციამ დაღუპულების ცხედრები რამდენიმე სოფელში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, შაბათს აღმოაჩინა. არეულობის მონაწილეებმა 50 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე მანქანა დაწევს.

მომხდარის გამო ნიგერიის აღნიშნულ რეგიონში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რათა შეტაკებები აღარ გაგრძელდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი.

ნიგერიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება, ამის მიზეზი სახნავ-სათესი მიწებია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ნიგერიაში ტერაქტს 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა