პრეზიდენტმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ აქტი გამოსცა
loader

Breaking news

პრეზიდენტმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ აქტი გამოსცა

  • პრეზიდენტმა პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ აქტი გამოსცა

თბილისი: საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამისი აქტი გამოსცა.

"საქართველოს კონსტიტუციის 80/1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წამოყენებულ იქნეს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მამუკა ბახტაძის კანდიდატურა”, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წამოყენების შესახებ პრეზიდენტის განკარგულებაში.

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა  და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა