ავღანეთის პრეზიდენტი "თალიბანს" დროებით დაზავებას სთავაზობს
loader

Breaking news

ავღანეთის პრეზიდენტი "თალიბანს" დროებით დაზავებას სთავაზობს

  • ავღანეთის პრეზიდენტი თალიბანს დროებით დაზავებას სთავაზობს

ქაბული: ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანთან“ დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. აშრაფ ღანის განცხადებით, გადაწყვეტილება მუსლიმთათვის წმინდა რამადანის თვის დასასრულს და ურაზ-ბაირამის დღესასწაულს უკავშირდება.

ავღანეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 11-დან 20 ივნისამდე იმოქმედებს.

"ცეცხლის შეწყვეტა არის შანსი თალიბებისთვის გააცნობიერონ, რომ მათი ძალადობრივი კამპანია გულებსა და გონებას ვერ მოიგებს, არამედ მათი იდეებისგან ავღანელი ხალხის კიდევ უფრო მეტად გაუცხოებას უწყობს ხელს“, – ნათქვამია აშრაფ ღანის განცხადებაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში, საბრძოლო მოქმედებები ჩერდება მხოლოდ "თალიბანის“  მიმართულებით,  ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კი ოპერაცია გრძელდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ქაბულში ტერაქტების შედეგად AFP-ის, "რადიო თავისუფლებისა" და ავღანური მედიის ჟურნალისტები დაიღუპნენ
ავღანეთში აფეთქებების სერიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჰელმანდის პროვინციაში "თალიბების" თავდასხმას ორი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა