მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება
loader

Breaking news

მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

  • მირზა სუბელიანი შსს-ში იმყოფება

თბილისი: ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.

სუბელიანმა შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უწყებაში დაბარებულია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ის შსს-ში ადვოკატის გარეშე შევიდა.

მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე პირველ ივნისსაც იმყოფებოდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე