არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ
loader

Breaking news

არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

  • არასამთავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

თბილისი: ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს საქართველოს მთავრობას მიმართეს.

როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.

არასამთავრობოები თეა წულუკიანს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ მოუწოდებენ და შექმნილ ვითარებაში მის წვლილზე მიანიშნებენ. მათი თქმით, სიტუაცია კრიზისულია, რაც ჩავარდნილმა რეფორმებმა გამოწვია.

არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის შერჩევის შემთხვევაში, შეიქმნება რესურსი, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში ძალიან ბევრი ჯგუფის მონაწილეობა იყოს უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, ისინი ჯერჯერობით ამ თემაზე არ საუბრობენ და თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 31 მაისს დატოვა. ირაკლი შოთაძის გადადგომა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე