ზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისკენ, ხოლო მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს
loader

Breaking news

ზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისკენ, ხოლო მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

  • ზაზა სარალიძე გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისკენ ხოლო მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს

თბილისი: თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობას გადადგომისკენ, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აქციაზე მისვლისა და გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.

ზაზა სარალიძემ განცხადება ცოტა ხნის წინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა. მან მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა.

"მადლობა პრეზიდენტს, ერთადერთ ადამიანს მმართველი გუნდიდან და მთავრობიდან, რომელიც გვერდით დამიდგა. მინდა თხოვნით მივმართო გიორგი მარგველაშვილს, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით“, – განაცხადა სარალიძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, მთავარი პროკურორის თანამდებობიდან ირაკლი შოთაძე იძულებით გადააყენეს, თუმცა სარალიძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელები კვლავ დაუსჯელი რჩებიან.

"როგორც ხედავთ გადააყენეს შოთაძე იძულებით თანამდებობიდან და არ ასრულებენ მოთხოვნებს, არ ისჯება, არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს და ჩემი შვილის საქმის შემკერავებს, აქტიურ ფიგურანტებს. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ? დავტოვოთ ჩემი და თქვენი შვილის მკვლელები გარეთ“? – მიმართა აქციის მონაწილეებს სარალიძემ.

ამასთან, მან აქციაზე მთავრობის გადადგომა მოითხოვა.

"ჩვენ დავანგრევთ სისტემას, მივმართავ სისტემის უკან მდგომ კვირიკაშვილის მთავრობას – ძირს კვირიკაშვილის მთავრობა. გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს. თქვენ ხედავთ სისტემას მფარველები ჰყავს. დავტოვოთ სკამებზე ისინი, რომლებიც დღეს არა მარტო მე, არამედ თქვენ დაგცინიან? გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, – განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზაზა სარალიძემ.

მისი თხოვნით, ხორავას ქუჩაზე მოკლულ არასრულწლოვნებს აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ზაზა სარალიძე - მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან
ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა