ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა
loader

Breaking news

ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

  • ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისი: მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. მისი გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხადარი მოზარდების მკვლელობის საქმეს უკავშირდება.

შოთაძის გადადგომის მოთხოვნით პროკურატურასთან აქციას ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე და მოქალაქეები დილიდან მართავენ.

საპროკურორო საბჭომ მთავარი პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე 2015 წელს აირჩია. ის საქართველოს პარლამენტმა - 82 ხმით 15-ის წინააღმდეგ - საქართველოს მთავარ პროკურორად 2015 წლის 27 ნოემბერს დაამტკიცა. ის თანამდებობაზე 6 წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული მოსამართლემ გაამტყუნა. ამასთან, ერთ-ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედებოდა ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. ეს არასრულწლოვანი მოსამართლემ გაამტყუნა ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და გაამართლა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდებაში. რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, მის მიმართ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. მასაც ედებოდა ბრალად ერთი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ზაზა სარალიძე - მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან