ზაზა სარალიძე - მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან
loader

Breaking news

ზაზა სარალიძე - მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან

  • ზაზა სარალიძე - მთელ საქართველოს გემუდარებით დამიდექით გვერდში ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან

თბილისი: "მთელ საქართველოს გემუდარებით, დამიდექით გვერდში, ჩემი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან, ვინ არიან ჩემი შვილის მკვლელები, დაუყოვნებლივ გადადგეს შოთაძე და დააკავონ მკვლელები", - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ადვოკატის ინფორმაციით, ორივე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი ბრალდებული გამართლდა დავით სარალიძესთან მიმართებაში.

"ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგრამ გამართლდა დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში. მეორე ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის საქმესთან მიმართებაში, ოღონდ მოხდა გადაკვალიფიცირება მუხლის 19-109-ს მიმართულებით“,- განაცხადა ადვოკატმა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

ამასთან, ჩაინიშნება სხდომა, სადაც მოზარდებს სასჯელის ვადა განესაზღვრებათ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე