თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარებას" საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევს
loader

Breaking news

თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "აღიარებას" საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევს

  • თურქეთი სირიის მიერ აფხაზეთისა და ეწ სამხრეთ ოსეთის აღიარებას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად მიიჩნევს

თბილისი: საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის აღიარებასა" და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს ქარტიისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აქსოისმა განაცხადა.

"ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- აღნიშნავს აქსოისი.

ინფორმაციას საქართველოში, თურქეთის საელჩო ავრცელებს.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 29 მაისს აღიარა. საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო.

სირიის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უკვე მოჰყვა შეფასებები. გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა, ევროკავშირმა, ნატო-მ, საკითხი განხილული იქნა ევროპის საბჭოში, სადაც საქართველოს განცხადებას მიუერთდნენ და სირიის ქმედებები ასევე დაგმეს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ, სირიის ნაბიჯი განცხადებებით დაგმეს პარტნიორმა სახელმწიფოებმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე